არჩევნები 2020

კობახიძე: ოპოზიციას არანაირი მანევრი არ აქვს, ჩვენ – უამრავი

მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. 

ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა - რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს ყველაფერი იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული. მანევრები გვაქვს, რაზეც ღიად ვერ ვისაუბრებ.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები