არჩევნები 2020

ბოკერია: რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა და სხვა სადამსჯელო ინიციატივები, პუტინისკენ გზაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ქვეყანას არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს. 

ბოკერია ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსაც გამოეხმაურა, რომელმაც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების კანონპროექტი შეაფასა

ბოკერია იზიარებს ჰარცელის შეშფოთებას და აღნიშნავს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარა, ისევე როგორც სხვა საკანონმდებლო ინიციატივები არის პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა.

"ბატონი ჰარცელის შეფასებასა და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც აქვს ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ვიზიარებ, რადგან რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად, რომ არ მოგვწონს პოლიტიკურ ოპონენტის საქციელი, ეს არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა. ამ შეშფოთებას რა თქმა უნდა ვეთანხმები".- ამბობს ბოკერია. 

17 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ქმნის ბერკეტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებიდან მოსახსნელად. ასევე, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომელთა წევრებმაც მანდატებზე უარი თქვეს.

 

კომენტარები