კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევიდან 1 134 თბილისში დადასტურდა, 338 - იმერეთში, 230 – აჭარაში

armradio.am

ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა - 230, იმერეთი - 338, ქვემო ქართლი - 216, შიდა ქართლი - 169, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

 

18 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 204 003 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 171 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 002 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები