არჩევნები 2020

ელისაშვილი: ვინ ყველამ თქვა მანდატზე უარი? ნინო ბურჯანაძემ, კუკავამ...

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ევროპულ საქართველოს ისევ "უპასუხისმგებლობასა" და "ანტისახელმწიფოებრივ ქცევაში" ადანაშაულებს. TV პირველის ეთერში მან თქვა, რომ გიგი უგულავას მხოლოდ თარიღების შეთანხმება სურდა - როდის უნდა "დაეხიათ" მანდატები.

"ამაზე მქონდა საშინელი რეაქცა, ვის მანდატს ხევ მეთქი. ვის მანდატს ხევს უგულავა საერთოდ, თვითონ მანდატი არ აქვს, დაუხიონ თავიანთი პარტიის წვერებს მერე, ჩემს მანდატს თავი დაანებონ". - თქვა ელისაშვილმა.

კითხვაზე, "თქვენ მეუბნებით, რომ ევროპული საქართველო ქურდად იჯდა და სხვა ყველა პარტია თავდახრილი ემორჩილებოდა?", პარტია მოქალაქეების ლიდერი პასუხობს - "არა, აქეთა მხარეს, ხომ გითხარით, გირჩიც იყო".

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ გირჩის და მოქალაქეების გარდა, ყველა პარტიამ უარი თქვა მანდატებზე. 

"ყველამ ვინ, ნინო ბურჯანაძემ, კუკავამ..." - დაიწყო ჩამოთვლა ელისაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძის და კახა კუკავას პარტიებს ბარიერი არ გადაულახავთ, შესაბამისად, მათ არც მანდატი ჰქონიათ.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 51-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩის სამ წევრს არ მიუმართავს. პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ ისინი დაწერენ მანდატის შეწყვეტაზე განცხადებას, გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას იმედი აქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი გადაიფიქრებს და განცხადებას უკან გამოითხოვს, ხოლო მოქალაქეები მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.

კომენტარები