საქართველოს მთავრობა

"დაველოდოთ პრემიერის გადაწყვეტილებას" – ტიკარაძე კითხვაზე, იქნება თუ არა კვლავ მინისტრი

მთავრობის ადმინისტრაცია

"დაველოდოთ პრემიერის გადაწყვეტილებას" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, იქნება თუ არა მინისტრთა ახალ კაბინეტში. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მისი მინისტრობა არ სურს. 

"ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია და მე დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას. არა სურვილებს, არამედ მის გადაწყვეტილებას. დაველოდოთ ბატონი პრემიერის გადაწყვეტილებას“,- მიმართა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

ახალი პარლამენტის ერთპარტიულად შეკრების შემდეგ, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. ქართულმა ოცნებამ უმრავლესობას უკვე წარუდგინა პრემიერად გიორგი გახარიას კანდიდატურა.

კომენტარები