კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევიდან 1 282 თბილისში დადასტურდა, 489 - იმერეთში, 228 – აჭარაში

Gulf News

ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა - 228, იმერეთი - 489, ქვემო ქართლი - 229, შიდა ქართლი - 160, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 227, კახეთი - 145, მცხეთა-მთიანეთი - 87, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

 

17 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 201 368 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 953 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები