არჩევნები 2020

ბაქრაძე: დღეს რომ ყუთები გადავთვალოთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ოცნებას 70% აქვს

მაშინ, როცა საჩივრების განხილვის, მართლა შემოწმებისა და გადამოწმების დრო იყო, ყველაფერზე უარი გვითხრეს და დღეს, როცა თვე-ნახევარია ყუთები უბნებზე დევს, უნდა გადავთვალოთ იმ ყუთებში რამე?

ვინ იცის, რა არის შიგნით? დღეს იმ ყუთების გადათვლით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქართულ ოცნებას 70% აქვს და ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები. ვინმემ იცის, რა დევს იმ ყუთებში თვე-ნახევრის შემდეგ? როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა წინადადება, რომ ყუთი, რომელიც ჩაკეტილია უბანზე, რომლის გასაღებიც უბნის თავმჯდომარეს აქვს, რომელიც ქართული ოცნების არის, რომლის ბეჭედი და ლუქი აქვს უბნის თავმჯდომარესა და ოლქის თავმჯდომარეს, რომელიც ქართული ოცნების არის.

ეს უნდა გაკეთებულიყო არჩევნების მერე, ამიტომ გვქონდა საჩივრები, 800-მდე საჩივარი ჰქონდა ჩვენს პარტიას მხოლოდ დაწერილი. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიეობო კომისიის ჩამოყალიბებას სთავაზობს.

კომენტარები