არჩევნები 2020

მდინარაძე: შეიქმნა 90-დეპუტატიანი ფრაქცია ქართული ოცნება

შეიქმნა ქართული ოცნების ფრაქცია, თქვენ იცით, რომ ერთ სუბიექტს, ერთ პარტიას აქვს საშუალება, რომ შექმნას ერთი ფრაქცია, შეიქმნა შესაბამისად 90-დეპუტატიანი ფრაქცია "ქართული ოცნება". ასევე, უმრავლესობის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაც შედგა და უმრავლესობის ლიდერის სტატუსი ექნება ირაკლი კობახიძეს.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დროს. საქართველოს ისტორიაში პირველად, 11 დეკემბერს პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა.

კომენტარები