არჩევნები 2020

პირველ სხდომაზე ქართული ოცნებაც არასრულადაა წარმოდგენილი

ტაბულა

მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე ქართული ოცნებაც კი არასრულადაა წარმოდგენილი. 90 დეპუტატიდან სხდომას 88 დეპუტატი ესწრება. 

საქართველოს ისტორიაში პირველად შეიკრიბა პარლამენტი ერთპარტიულად. მმართველი გუნდის დეპუტატები აქტივისტებმა შენობაში "მონას" ძახილითა და საბჭოთა კავშირის ჰიმნით შეაცილეს. 

სხდომის გახსნის პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. 

ოპოზიციის თქმით, ისინი გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. 

საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს რესპუბლიკურ პარტიას და მოქალაქეებს. როგორც რესპუბლიკელები ამბობენ, მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ფასილიტატორების მონაწილეობით ოფიციალურად დასრულდება.

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. არცერთი ოპოზიციური პარტია დარბაზში არ შესულა. მმართველი გუნდის დეპუტატი კი პროტესტისა და საბჭოთა ჰიმნის ფონზე შევიდნენ შენობაში.

კომენტარები