არჩევნები 2020

ბოკერია: ივანიშვილი ელისაშვილის პირით ამბობს, თუ არ "გამიპრავებთ", პოლიტპატიმრებს დავტოვებო

ვინც ასე სვამს საკითხს, რომ "ამ პოლიტპატიმრებს რატომ ტოვებთ ციხეში!" - ასე ლაპარაკობდა ელისაშვილი, ეს არის ზუსტად ძალიან უსინდისო ივანიშვილის თამაში, რომ მძევლებად ჰყავს. 

ბატონი ელისაშვილის პირით გვეუბნება ივანიშვილი, რომ, თუ არ დამთანხმდებით ლეგიტიმაციაზე, თუ არ "გამიპრავებთ", მაშინ დავტოვებთ ამ ხალხს ციხეშიო. ეს ძალიან უსინდისო ამბავია. ჩვენ და ამ ხალხსაც, ვინც ციხეში ზის, აქვს პრინციპული პოზიცია, რომ მძევლებად თავი არ უნდა გამოაყენებინონ.  

მოლაპარაკებები ახლა კი არ დამთავრდა, ოპოზიციამ აჩვენა, რომ მის სიტყვას აქვს ფასი. ელისაშვილის გამონაკლისი არ ითვლება. ივანიშვილის რეჟიმმა ახლა უფრო სერიოზულად უნდა მიიღოს ყველა სიტყვა, ვიდრე აქამდე იღებდა, როცა ჰქონდა ილუზია, რომ ამ ყველაფერ დაარღვევდა - ვერ დაარღვია. ახლა უნდა დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები - როდის და როგორ უნდა მივიდეთ ნორმალურ ვადამდელ არჩევნებამდე.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები