მე მგონია, რომ ჩვენ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და გაანულეს სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, უგულავასთან და ბოკერიასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან ლაპარაკს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილები არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც პოლიტიკაში. შესაბამისად, მათთან რა აზრი აქვს საუბარს? ვისაც არ სურს, გააიგივოს საკუთარი თავი სააკაშვილთან, გვარამიასთან, უგულავასთან და ბოკერიასთან, ასეთ პოლიტიკოსებთან, ბუნებრივია, ლაპარაკს აქვს აზრი...
არჩევნები 2020
კობახიძე: მოლაპარაკებები მხოლოდ მათთან უნდა განვაგრძოთ, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის
tbl.ge/5b2z
დაკოპირდა
ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით გამართული დიალოგი ხელისუფლებამ მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებთან უნდა განაგრძოს, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის.
ირაკლი კობახიძექართული ოცნებამე-10 მოწვევის პარლამენტიოპოზიციის ბოიკოტიპარლამენტის ბოიკოტიარჩევნები 2020
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო