აჭარა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კაცი გარდაცვლილი იპოვეს

Tabula

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები