აჭარა

შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შსს-ს აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ.დ-მ ბათუმში შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრლა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა - სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები