შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ჯ.ბ.-მ ბათუმში, "ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას" 1997 წელს დაბადებულ გ.ლ-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ქ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი, გ.ლ. მიყენებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
შსს-ს თანამშრომლებმა ჯ.ბ ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს - დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





