შსს-მ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა ხელვაჩაურში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 239-ე მუხლებით
მიმდინარეობს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული მ.ო.,1998 წელს
დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული ფ.ა.,1996 წელს დაბადებული ჰ.ქ.
და 1992 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.
მ.ო.- ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ა.ქ.,
ფ.ა., ა. ჰ.ქ. და ბ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არიან
დაკავებულები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ო.-მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს: 2001 წელს
დაბადებული დ.ო.-ს და 1994 წელს დაბადებული უ.ო. -ს ცივი იარაღის
გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო
დახმარება ჩაუტარდათ.
რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, გამოძიებით დადგინდა,
რომ მათ, აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი,
შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს რესტორნის
ინვენტარი.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 239-ე მუხლებით
მიმდინარეობს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.





