არჩევნები 2020

დეკანოიძე: საჯარო რეპრესიებით გვემუქრება, ამაზე მეტი სახე როგორ უნდა გვაჩვენოს ივანიშვილმა?

კობახიძე მოლაპარაკებების დროს საჯაროდ რეპრესიებით ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ქვეყნაში - ნაციონალურ მოძრაობას.

700 ათასზე მეტი ამომრჩევლის რეგისტრაციიდან ჩახსნას აპირებს. ამაზე მეტი სახე როგორ უნდა გვაჩვენოს ივანიშვილმა?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს ვერ აკმაყოფილებს" და კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართულ ოცნებას სურს, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს იმ პოლიტიკურ პარტიას, "რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს".

კომენტარები