არჩევნები 2020

ხოშტარია: ელისაშვილის და იოსელიანის რიტორიკა ძალიან დაემსგავსა ქართული ოცნებისას

სამწუხაროდ, ძალიან დაემსგავსა ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის რიტორიკა ქართული ოცნებისას, ორივე ხმარობს სიტყვას "საბოტაჟი", "რევოლუცია", რევოლუცია არავის უნდა, ოღონდ რევოლუციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ ტოვებს სივრცეს ადამიანების აზრის და პროტესტის გამოთქმისთვის. შესაბამისად, რევოლუციები არ იგეგმება, შეხედონ კარგად ისტორიას, გაიაზრონ და შემდეგ გააკეთონ ასეთი განცხადებები, რევოლუციები ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახშობს სივრცეს თავისუფალი ცხოვრების. რევოლუცია რომ არ გვინდა, ამიტომ ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ოღონდ ვერავის მოვატყუებ, რომ მოლაპარაკებები არის ოცნებისთვის, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ან ვინმეს პარლამენტის სავარძლეში ჩაჯდომისთვის...

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, პარტია მოქალაქეების წევრების, ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის განცხადებებთან დაკავშირებით ტვ პირველთან საუბრისას. ელისაშვილმა დღეს თქვა, რომ თუკი საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მისთვის მისაღებ შეთანხმებას მიიღებენ, ის პარლამენტში შევა, იოსელიანი კი ამბობს, რომ ევროპულ საქართველოს მოლაპარაკებების ჩაშლა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები