სტრატეგია აღმაშენებელი შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს. სამწუხაროდ, ისევ და ისევ, ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის, ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.
პირდაპირ გეუბნებით, ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ის 30% მოსახლეობის, რომელმაც, თუნდაც ამ არჩევნებზე არც ნაცებს და არც ქოცებს არ მისცა ხმა, ყველა უნდა გავაერთიანოთ, რათა ამ მოჯადოვებული წრიდან გამოვიდეთ...
არჩევნები 2020
ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებელი შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს





