არჩევნები 2020

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. 

განკარგულების თანახმად, სხდომა 12:00 საათზე დაინიშნა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები