არჩევნები 2020

ვაშაძე პარლამენტში შესვლაზე: ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას


ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი მრწამსიდან გამომდინარე, ჩვენი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არცერთ პარტიაში არასდროს ტყვეობაში ვერ ვიქნებით. ყველა პარტია მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, უბრალოდ ჩვენ ერთი რამ ვიცით, რომ ოპოზიციური ერთობა არის ის მექანიზმი, რითიც შეგვიძლია, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში...

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტყვეობაში ჰყავს პატარა პარტიები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა უნდათ.

კომენტარები