კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევიდან 1 615 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 564, აჭარაში – 491

ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში - 491, იმერეთში - 564, ქვემო ქართლში - 395, შიდა ქართლში - 253, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 433, კახეთში - 236, მცხეთა-მთიანეთში - 175, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

6 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 162 475 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 133 511 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 504 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები