არჩევნები 2020

მდინარაძე: როგორც ოპტიმისტი, ვვარაუდობ და ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება შედგება

მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს ოპოზიციაში და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაბედავენ, რადიკალური ფრთის ბულინგისგან თავი დაიძვრინონ და რაციონალურად იმოქმედონ, იფიქრონ, თქმა გაბედონ და შემდეგ მიიღონ საზოგადოების, ქვეყნის სასარგებლო და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. 

ზოგადად, როგორც ოპტიმისტი, კულისებში საუბრები მიდის, ელჩებთან რა საუბრებიც მიდის, აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ და ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება შედგება. მე ასეთი პოზიტიური მოლოდინი მაქვს. 

თეორიულად თუ დავუშვებთ და ვერ შედგება, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის. მთლად კარგი სურათი არ იქნება, ზოგადად, ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ისინი დარჩებიან ბოიკოტის რეჟიმში და ეს არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი. ერთპატრიული არ იქნება, საპარლამენტო მანდატები მოიპოვა 9 სუბიექტმა და 14-მა პარტიამ. როგორ შეიძლება ასეთი პარლამენტი ერთპარტიული იყოს? 

ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები