არჩევნები 2020

ჯაფარიძე: გვქონდა ცხარე კამათიც, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია და რჩება ბოიკოტის რეჟიმში

არაფერი პრინციპული ცვლილება არაა, ოპოზიცია არის ერთიანი, მათ შორის რჩება ბოიკოტის რეჟიმში. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტიპის საკითხებზე, პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ იმისთვის, რომ მოდერატორებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ... მილიონი საკითხი განვიხილეთ, საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიას აქვს სხვადასხვა პოზიცია. ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ მთავარი რაცაა, არის ის, რომ ოპოზიცია ერთიანია.

ამბობს გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ლელოს ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულებისას.

კომენტარები