არჩევნები 2020

კუჭავა: მელიამ ტოლობის ნიშანი დასვა აშშ-სა და ოკუპანტ რუსეთს შორის

ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთხელ მხილებული ნიკა მელიას განცხადება, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს...

ქართული ოცნების სპიკერი კახაბერ კუჭავა გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას მთავარი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საუბრობს ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ სასამართლოში განახლებულ საქმეებზე და ელჩებს მოუწოდებს ამ საკითხზე მათი მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ.

კომენტარები