კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: თავისუფალი საწოლები არის, მაგრამ მაშინვე ივსება

კლინიკებში თავისუფალი საწოლები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ თქვენ რაც მოისმინეთ, [სექტორის გადატვირთულობის შესახებ] შეეხება დიდ ქალაქებს, სადაც საწოლბრუნვა უფრო მაღალია. თავისუფალი საწოლები არის, მაგრამ მაშინვე ივსება. 

ჩვენ გვაქვს მოლოდინის სია იმ პაციენტების, ვისაც პრიორიტეტულად და სასწრაფოდ სჭირდება ინტენსიური თერაპია და ასეთი პაციენტები, როგორც კი თავისუფალი ადგილი ჩნდება, მაშინვე კლინიკაში ხვდებიან.

[...] დაახლოებით, 90-95%-იან დატვირთვაზე მუშაობს დღეს ყველა კლინიკა...

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები