არჩევნები 2020

სამადაშვილი: თუ მოლაპარაკებები უშედეგო იქნა, არათუ პარლამენტში არ შევალთ, სიას გავანულებთ

თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ ყველა ის დეპუტატი ვიტყვით უარს, ვინც გასულია, არამედ სიის განულება ნიშნავს იმას, რომ ასევე სია აღარ იარსებებს, გავანულებთ და არ იარსებებს არანაირი შემდეგი პოტენციური დეპუტატი სიაში.

არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს, ფაქტობრივად. რაც ნიშნავს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან არა მხოლოდ 35 დეპუტატი, არამედ მთლიანად სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში. ეს სია აღარ იარსებებს ბუნებაში...

განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები