არჩევნები 2020

ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, როგორც მთელს საქართველოს, ეს იქნება ეფექტური, საქმიანი პარლამენტი

მივეცი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელს საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი. მრავალპარტიული - ეს ის არის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა. 9 პარტიას მისცა ხმა და, მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. 

ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის კრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი ისე იქნეს მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ჩვენ არ ვეცადოთ, რომ ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ყველას. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციის არაღიარებულ მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა. კომენტარი ტელეკომპანია პირველის LIVE-დან არის აღებული. ტაბულა მეორე ტურს ფარსად მიიჩნევს და მას არ აშუქებს.

კომენტარები