უბედური შემთხვევა

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცხედარი მყვინთავმა მაშველებმა სანაპიროზე უკვე ამოასვენეს. 

"ბათუმში, სანაპიროდან 700 მეტრის სიღრმეში კაცის ცხედარი იპოვეს. ის მაშველებმა სანაპიროზე ამოასვენეს. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს იდენტიფიკაცია". - ამბობენ უწყებაში. 

კომენტარები