კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევიდან 1 256 თბილისში გამოვლინდა, 664 – აჭარაში, 538 – იმერეთში

GETTY IMAGES

კორონავირუსის 3 697-დან 1 256 შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი, აჭარაში - 664, იმერეთში - 538, ქვემო ქართლში - 243, შიდა ქართლში - 175, გურიაში - 127, სამეგრელო- ზემო სვანეთში - 304, კახეთში - 238, მცხეთა-მთიანეთში - 91, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 . 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა.

19 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 93 092 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

 

კომენტარები