კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

NIAID/National Institutes of Health via AP

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების ახალი 3697 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი.

19 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 93 092 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები