არჩევნები 2020

მეორე ტურის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 8.6 მილიონი ლარი დაიხარჯება

არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან ცესკოს 8.6 მილიონი ლარი გამოუყვეს. 31 ოქტომბერს გამართული საპარალამენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 42.7 მილიონი დაიხარჯა. 

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც მეორე ტურებში მონაწილეობას მხოლოდ მმართველი პარტია აპირებს. ამ დროისთვის უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რომელსაც ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 

მეორე ტურისთვის გამოყოფილი 8.6 მილიონი ლარიდან 4.5 მილიონი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 2.6 მილიონ საქონლით მომსახურებაზე დაიხარჯება, 1.4 მილიონი ლარია განსაზღვრული სხვა ხარჯებისთვის. 

მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება, ამავე დღეს გამოვლინდება ქუთაისის მერის ვინაობაც. 

კომენტარები