ეკონომიკა

ოქტომბერში პირდაპირი ფულადი გზავნილებით ქვეყანაში $181.7 მილიონი შემოვიდა

Reuters

ეროვნული ბანკი ოქტომბერში პირდაპირი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი ფულადი გზავნილების მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა და 181.7 მილიონი დოლარი შეადგინა. 

წინა წლის ოქტომბერთან შედარებით გზავნილების მოცულობა 28.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. 

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • რუსეთი – $35 მილიონი, კლება – 7%;
  • იტალია – $27.5 მილიონი, ზრდა – 30.8%;
  • აშშ – $21.2 მილიონი, ზრდა – 39.5%;
  • საბერძნეთი – $19.7 მილიონი, ზრდა – 23.6%;
  • ისრაელი – $13.7 მილიონი, ზრდა – 1.3%;
  • უკრაინა – $10.9 მილიონი, ზრდა – 151%;
  • თურქეთი – $10 მილიონი, ზრდა – 26%;
  • გერმანია – $7.9 მილიონი, ზრდა – 74%;
  • აზერბაიჯანი – $5.3 მილიონი, ზრდა – 145%;
  • ესპანეთი – $4.5 მილიონი, ზრდა – 14.7%;

გასული წლის ოქტომბერთან შედარებით გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან სულ 23.9 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.3%-ით აღემატება. 

კომენტარები