არჩევნები 2020

წულუკიანი ოპოზიციაზე: მათ არ უნდათ გადათვლა, მათ არ უნდათ არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია

მათ არ უნდათ გადათვლა, მათ არ უნდათ არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია. რევოლუცია ჩაფლავდა. მათ უყვართ ეს სიტყვა და მეც შემიყვარდა. ახლა ამ ჩაფლავებული რევოლუციის ნანგრევებზე ჩვენ ვხედავთ, რომ აღმოცენების პროცესშია პოლიტიკური ექსტრემიზმი. ჩვენ არ ვაპირებთ, დავუთმოთ პოლიტიკურ ექსტრემიზმს. კონსტრუქციული დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, კარი რჩება ღია.  

როცა მოლაპარაკების მაგიდაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 პარტია ზის ერთ მხარეს და აქეთ მხარეს ზის ერთი პარტია. ამ ერთ პარტიას, მმართველ პარტიას, უკან უდგას 928 000 ხმა. ეს არის 50 000 ხმით მეტი, ვიდრე დანარჩენ 8 პარტიას. ისინი თუ იცავენ თავიანთ ხმებს, მაშინ, როდესაც დასაცავი არაფერი სჭირთ, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვით - მოდი, გაჩუქებ 8 000 ხმას, ოღონდაც შენ შემოდი პარლამენტში. 

ამბობს ქართული ოცნების წევრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში ოპოზიციაზე.

კომენტარები