არჩევნები 2020

მელია კალაძეზე: საქმის კურსში არის, რას საუბრობს? მისი სიტყვის ფასი არის 0

ტაბულა

"კალაძე საერთოდ საქმის კურსში არის, რას საუბრობს?" - ასე ეხმაურება ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნიკა მელია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ბრიფინგს.

"მე ვფიქრობ, რომ ბატონი კალაძე არ არის კომპეტენტური, გვესაუბროს. მის სიტყვას 0 აქვს ფასი. არ ვაპირებ, ბატონი კალაძის გაკეთებულ კომენტარზე ვაკეთო კომენტარი". - ამბობს ნიკა მელია. 

კალაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, რაზეც, მისივე სიტყვებით, ოპოზიციამ უარი თქვა. კალაძის თქმით, "როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე მოდელირებული, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ." კალაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება ხელახალი არჩევნების ჩატარებას და "მსგავს საკითხებს" არ განიხილავს. 

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ორი შეხვედრა გაიმართა - 12 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს.

დღეს, 14 ოქტომბერს გამართული შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ "ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა" ცესკოს გადაწყვეტილებით, არ დაეკმაყოფილებინათ ოპოზიციისა და საიას არცერთი საჩივარი. მათივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხია დარჩენილი - ხელახალი არჩევნები.

არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ დიალოგის ამ ფორმატში დასრულებას არ ელიან და "მზად ვართ, პარლამენტში გავაგრძელოთ."

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები