არჩევნები 2020

ჯაფარიძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე: მე არაფერში არ მჭირდება, თუ უნდა, შეუძლია ჩამოვიდეს

ტაბულა

"მე არაფერში არ მჭირდება, თუ ჩამოსვლა უნდა, შეუძლია, ჩამოვიდეს". - ასე პასუხობს გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ჟურნალისტის კითხვას, რამდენად სჭირდება საქართველოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა.

"არაერთხელ გვაქვს მოსმენილი ეს განცხადება, რომ ახლა ჩამოვალ, ახლა... თუ უნდა, ჩამოვიდეს, რა". - ამბობს ჯაფარიძე. 

"გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ" - ასე მიმართა სააკაშვილმა გუშინ, 13 ნოემბერს, მხარდამჭერებს.

კომენტარები