არჩევნები 2020

ბაქრაძე: საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობაა, დავამარცხოთ გაყალბების მანქანა

ერთად ვდაგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე, ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას და გავიმარჯვებთ ბოლომდე. ჩვენს მხარეს დგას სიმართლე, ჩვენს მხარეს დგახართ თქვენ, ხალხი, ჩვენს მხარეს დგას ერთიანობა, ჩვენს მხარეს არის ამ ქვეყნის მომავალი და, რაც მთავარია, ჩვენ მხარეს არის პაუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.

საქართველოს წინაშე უპასუხისმგებლობაა გაყალბებული არჩევანით პარლამენტში შესვლა და კაბინეტების დაკავება. საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობაა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ გაყალბების მანქანა, სიყალბის მანქანა და ამ ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევნები. ვინც გაიმარჯვებს ღირსეულ არჩევნებში, ის გაუძღვეს წინ ხალხს...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე აქციაზე „დაიცავი შენი ხმა“.

კომენტარები