არჩევნები 2020

ხაზარაძე: ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ დღეს ვაპროტესტებთ ზეპარტიულ საქმეს

აქ თქვენ ხედავთ, რამდენი პარტიაა წარმოდგენილი. გადახედეთ ერთმანეთს, აქ რამ მოგიყვანათ, პარტიამ? მე პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას არ მოვუყვანივარ, მე მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისთვის ბრძოლამ, ისევე როგორც თქვენ, თითოეული თქვენგანი.

ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, დიახ, ნიკამ თქვა, განვსხვავდებით. ეს პარტიები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ჩვენ ხშირად ერთმანეთს ვლანძღავდით, ჩვენ არა, მაგრამ ვიღაცები გვლანძღავდნენ, არც ერთი პროგრამა ერთმანეთს არ ემთხვევა, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო, მაგრამ დღეს რატომ ვდგავართ აქ? რატომ დგას ლელო აქ? იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ზეპარტიულ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი, ჩვენი განვითარების ფუნდამენტი, ჩვენი დემოკრატიის და ჩვენი შვილების მომავალი...

ამბობს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „დაიცავი შენი ხმა“.

კომენტარები