ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, facebook-ზე პოსტერს აქვეყნებს.
"რა ნიშანდობლივია, რომ თამარ ჟვანიას დღევანდელ ცესკოში საქართველოს დამოუკიდებლობის ჯალათის და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სისხლიანი რეპრესიების ავტორის ლავრენტი ბერიას პოსტერებია გაკრული.
ამით რამე პარალელს კი არ ვავლებ ივანიშვილის დღევანდელ მთავრობასა და საბჭოურ რეჟიმს შორის (სტალინის საბჭოთა რუსეთის რეჟიმი და ჰიტლერის ფაშისტური გერმანია საერთოდ სხვა განზომილების ბოროტებაა და არაფერს ედრება), უბრალოდ, ივანიშვილის გარემოცვის მორალურ სიბრმავეზე მიუთითებს". - წერს ბოკერია.





