არჩევნები 2020

TI: რაიონულმა 92.8%, ხოლო სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელების 100% არ დაგვიკმაყოფილეს

TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი - 100%.  

TI სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. სასამართლოებმა გასაჩივრებული 42 უბნიდან 39 უბნის შემთხვევაში მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. 

გასაჩივრებული უბნებიდან საოლქო კომისიებმა ხმები მხოლოდ ბათუმში, ხელვაჩაურსა და ბოლნისში გადათვალეს.  

"ხელვაჩაურის 30.82.39 უბნის შედეგების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთით მეტი ბიულეტენი ჰქონდა მიკუთვნებული ქართულ ოცნებას. 

ბათუმის 28.79.85 უბანზე აღმოჩნდა, რომ გირჩს 36-ის ნაცვლად 4 ხმა ქონდა მიღებული.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა გადაეთვალა 13.22.65 უბანი, სადაც ერთი პირის მიერ მრავალჯერ ხმის მიცემის მტკიცებულება არსებობდა და სადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო უბნის შედეგების უპირობო გაუქმებას ითხოვდა, რადგან გადათვლით შეუძლებელია აღმოიფხვრას ასეთი ტიპის გაყალბების შედეგები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციაში გასაჩივრდა და საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა." - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები