არჩევნები 2020

უგულავა: დაახვიოს კობახიძემ ეს თავის კანონი... და აღარ გავაგრძელებ

კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონის მიხედვით, რომელიც ზარ-ზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძემ, პარტიების დაფინანსება დამოკიდებული არაა პარლამენტის მოღვაწეობის ფორმატზე, არამედ იმ ხმების რაოდენობაზე, რაც მიიღო [პარტიებმა], ეს ერთი.

მეორე, დაახვიოს კობახიძემ ეს თავის კანონი... და აღარ გავაგრძელებ მერე. თუ კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით დააშანტაჟებს ვინმეს... ხო ბრიყვი ღლაპია, მაგრამ ესე იგი, კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა.

ასე პასუხობს კითხვას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, თუ რამდენად სწორია იმ პარტიის ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომელიც პარლამენტში არ შედის.

კომენტარები