არჩევნები 2020

ელისაშვილი: მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მაგრამ ახალ წელზე სალაპარაკოდ არ უნდა შევიკრიბოთ

მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მაგრამ მე, კალაძე, კობახიძე და გრიგოლ ვაშაძე ახალ წელს სად შევხვდებით, მაგაზე კი არ უნდა შევიკრიბოთ, უნდა შევიკრიბოთ იმაზე სალაპარაკოდ, რომ არჩევნები არის გაყალბებული, გაყალბებულმა არჩევნებმა კრიზისი შექმნა, წინ არის მეორე ტურები და რა არის გამოსავალი. დიალოგი კიდევ უფრო დაჩქარდა და ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში ის რეალობა შეიქმნა, რაც მივიღეთ...

ამბობს პარტია მოქალაქეების თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი, პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები