არჩევნები 2020

ბოკერია: პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა გვიწევს, რადგან ალტერნატივა უარესია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო და მთლიანი ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, მათ შორის 21 ნოემბერსაც, როდესაც ფიქტიური მეორე ტურები გაიმართება. 

ბოკერიას თქმით, ამ ვითარებაში მთლიან ოპოზიციას პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა უწევს, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი და ქვეყნისთვის საზიანოა. 


„არანაირ უპირატესობას იმისა, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი გეგმა არის ის, რომ შაბათს გაიმართება აქცია, შემდეგ გვაქვს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების იდეა. 


იცით, რომ მოდის რამდენიმე თარიღი, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო თარიღია 21 ნოემბერი, როცა უნდა გაიმართოს ფიქტიური მეორე ტური. პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი არის და ქვეყნისთვის საზიანო.

ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება. ამის შემდეგ სამოქალაქო პროცესი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე არ გაუქმდება არჩევნების ეს შედეგები". – ამბობს ბოკერია. 

ველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

    კომენტარები