არჩევნები 2020

თალაკვაძე: სააკაშვილი წლებია ღრუბელ-ღრუბელ, ხან თვითმფრინავით, ხან ფეხით ჩამოდის

სააკაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა არალეგიტიმურ ჩარევას საქართველოს საარჩევნო პროცესში, რაც დაინახეს, როგორც დამკვირვებლებმა, ასევე მთელმა საზოგადოებამ. რაც შეეხება მის დაპირებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენ გვახსოვს, რომ ის უკვე წლებია ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან საზღვართან, ხან თვითფმრინავით, ხან ფეხით საქართველოში ჩამოდის, როგორც თვითონ აანონსებს აქამდე არაერთხელ უნდა იყოს საქართველოში ნამყოფი, თუმცა, როდის ჩამოვა, ეს მხოლოდ მისმა მეგობრებმა იციან პარტიაში. პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსულის ნაწილი, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი. შესაბამისად, თუ ის ამ ქვეყანაში ჩამოვა, პირველ რიგში ამ კითხვებზე ექნება პასუხი გასაცემი...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც თქვა, რომ "თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, დაბრუნების ლეგალური უფლება აქვს და ბილეთს აიღებს".

კომენტარები