არჩევნები 2020

ხოშტარია: ვიცხოვრებ წესით, რაც კონსტიტუციამ განმისაზღვრა და არა, რასაც ივანიშვილი მოიფიქრებს

ბიძინა ივანიშვილის უკანონო ქმედებებს ლეგიტიმაცია არ აქვს. რაღაც კანონი მიიღო, მოგვატყუა, ვითომ კოვიდს სჭირდება და ხალხი გამოვიდა და თქვა – არ გცნობთ, ვერ განახორციელებ ამ კანონს იმიტომ, რომ შენ არ ხარ ლეგიტიმური და შენ მატყუებ. სინამდვილეში რა ხდება – ქართულმა ოცნებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი და დაიწყო სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა. თან კრიზისი შექმნა და თან თქვა, რომ შენ ხმა არ უნდა ამოიღო იმიტომ, რომ შენ უფლება არ გაქვს კოვიდის გამო. ეს ხალხი მათ ეუბნება – გაგშიფრე, არ მაინტერესებს და მე ვიცავ ჩემ სამოქალაქო უფლებებს, გავაგრძელებ პროტესტს, მე შენ არ გცნობ, არჩევნები გაყალბებულია, ვაპირებთ ბრძოლას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ერთიანობა, როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო აქტივისტების, რამაც შარშან, მათ შორის, პროპორციული სისტემისთვის მიგვაღწევინა და ეს არის გზავნილი, რომ ქართული საზოგადოება, ყველასთვის – უცხოელებისთვის, ჩვენთვის, ამ უკანონო მმართველობას, ფაქტიურად რეჟიმს, ავტორიტარიზმს უბრალოდ არ ემორჩილება. მოვიდნენ და რას იზამენ? ძალიან მხდალად იქცევიან, ასე გამოიჭერენ სადღაც კუთხეში ვიღაცას და იმას დაიჭერენ, შეიძლება ვიღაცის ჩუმად დაჯარიმება [იყოს]. მხდალი ხელისუფლება რაც არის, სირცხვილიც კი, ესებუა გაექცათ და შეშას დასდევს პოლიცია. რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ სიმბოლურია, თუ რა დღეშია სახელმწიფო. მე არ ვიცი, ისინი რას მოიფიქრებენ, რა პროვოკაციას, ბევრნაირი გვინახავს, მაგრამ, მე არ ვაპირებ ვიცხოვრო იმ წესით, რასაც მოიფიქრებს ბიძინა ივანიშვილი, მე ვაპირებ ვიცხოვრო იმ წესით, რაც მე კონსტიტუციამ განმისაზღვრა და ეს არის ჩვენი, ყველას ძალა და ჩვენ კონსტიტუციის მიხედვით და არა, ბიძინა ივანიშვილის მოგონილი წესებით ვიცხოვრებთ.

მე მატყუარა ვიქნები, რომ თარიღი დავასახელო, როდის მივაღწევთ ამას [როდის დანიშნავენ ხელახალ არჩევნებს]. მაგრამ, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ, ყველა მოქალაქემ, ყველა პოლიტიკოსმა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს. იმიტომ, რომ ყოველი დღე, ამ სისტემაში ცხოვრების არის ჩვენი ქვეყნის ზიანი იმიტომ, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლების მართვა ყოველდღიური ზიანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია საქართველოში მართავდეს რეჟიმი, რომელსაც არც ხმა მისცეს, რომელიც არის ძალადობრივი, რომელიც მიდის რეპრესიებზე, რომელიც პატივს არ სცემს თავის მოქალაქეებს – შეუძლებელია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება მინიმალური ზიანით იყოს. გუშინ ვნახეთ რეჟიმის სახე, როცა ჭავლი დაუშინეს ახლადმისულ ადამიანებს, საერთოდ არაფერი არ ხდებოდა და დაზიანებულები არიან ჩვენი მეგობრები, აქტივისტები, ჟურნალისტები. ამიტომ, ჩემი მთავარი სატკივარი, ამოცანა და პასუხისმგებლობა არის, რომ გამარჯვებას კი მივაღწევთ, ოღონდ ისე, რომ ნაკლები ადამიანი დაზარალდეს.

პარლამენტთან აქციაზე, მთავარის ეთერში თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ,

კომენტარები