არჩევნები 2020

შსს: პარლამენტთან აქციაზე ოთხი პირი დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დააკავეს.

უწყება ტაბულას მეტ დეტალს არ უმხელს.

აქტივისტ სალომე ბარკერის თქმით, პარლამენტთან აქციაზე შეშის შეტანისას მოძრაობა სირცხვილიას სამი აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავეს. მისივე თქმით, არ იციან, თუ სად წაიყვანეს ისინი.

ლექსო მაჭავარიანის დაკავება დაადასტურა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ.

კომენტარები