არჩევნები 2020

"შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, როგორც ძალადობის საგანი" – პოლიციამ აქტივისტებს შეშა წაართვა 

ტაბულა

სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სირცხვილიას აქტივისტებს გასათბობად მიტანილი შეშა წაართვეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციას გამოცდილება აქვს, რომ შეშა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, როგორც ძალადობის საგანი და აქტივისტებს გასათბობად "შეუძლიათ, მოიტანონ ელექტროსაშუალებები"

"შეუძლიათ, მოიტანონ ელექტროსაშუალებები. გამოცდილება გვაქვს, რომ შეშა გამოყენებულ იქნა, როგორც ძალადობის საგანი, დააზიანეს პოლიცილები, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას აქციის მონაწილეების და პოლიცილების სიცოცხლეს. 

არსებობს კანონი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციელს უფლება აქვს შეზღუდოს ამ ნივთის შეტანა". – თქვა ვაჟა სირაძემ. 

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დააკავეს სირცხვილიას სხვა აქტივისტებიც.

კომენტარები