არჩევნები 2020

დეკანოიძე: ეპიდემიოლოგები, კუბოებს რომ აანონსებდნენ, სად არიან?

"ეპიდემიოლოგები კუბოებს რომ აანონსებდნენ, სად არიან?" - ამბობს ტელეკომოანია პირველთან ინტერვიუში ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ხატია დეკანოიძე. 

"ყველა დავსველდით, გასაგებია, მაგრამ წყალი არ დაგვადნობს არავის. მე მაინტერესებს, ჩვენი ეპიდემიოლოგები, საბჭოთა ნომენკლატურის ადამიანები რომ არიან, კუბოებს რომ აანონსებდნენ, სად არიან? მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში წყლის ჭავლს." - ამბობს დეკანოიძე. 

სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა. მათ აქტივისტები არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და მათთვის არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. 

კითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლის გამოყენება საფრთხე, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ კომენტარებს ვერ გააკეთებს, თენგიზ ცერცვაძე კი ამტკიცებს, რომ ექსპერტად ვერ გამოდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენება "გადაუდებელი აუცილებლობა" იყო. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი - როგორც კადრებში ჩანს, მათ თვალი დაუზიანდათ.

ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ სპეცრაზზმმა აირიც გამოიყენა - თუმცა ამას შსს არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს.

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები