აქცია ცესკოსთან

მელია: ხვალ, 18:00 საათზე, ისევ რუსთაველის გამზირზე! მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ

ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იქცევა უზურპატორი, არ ინდობს, მტყუანი არის, დამნაშავე არის, გამყალბებელია, მოძალადეა და კიდევ ძალადობს. ეს პროცესი, მართალი პროცესი თავისუფლების ბრძოლისთვის, გვინდა, რომ ჩვენ შვილებს თავისუფალი საქართველო ჰქონდეს, შემოვუნახოთ ასეთი, რომ ჩვენ შვილებს აღარ ესროლონ, აღარ დაჩაგრონ, აღარ იძალადონ. ამიტომ ხვალ რუსთაველის გამზირზე, ისევ ექვს საათზე, მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ და არა ოპოზიცია, ერი. ხვალ ექვს საათზე, ისევ რუსთაველის გამზირზე. ეს ადამიანი, - მგონი, ყველა დავრწმუნდით, თუ ვინმე დარწმუნებული არ იყო, - რომიქამდე აპირებს ძალადობას, სანამ გაუვა.

თქვა ტვ პირველის ეთერში ნიკა მელიამ ცესკოს შენობასთან ხელახალი დარბევის შემდეგ.

კომენტარები