აქცია ცესკოსთან

HRC: შეწყვიტოს ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ

ტაბულა

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილი
დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა არაპროპორციული ძალით და კანონდარღვევით რამდენჯერმე გამოიყენა სპეცსაშუალებები - წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზიც. 

"შემაშფოთებელია, რომ პოლიციამ სპეცსაშუალება - წყლის ჭავლი, თავდაპირველად, გამოიყენა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და თანაც - ცივ კლიმატურ პირობებში, რითაც მოქალაქეთა ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მით უფრო - ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ბოლო ინფორმაციით კი მედიით ვრცელდება კადრები, რომლის თანახმად, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ტვ „პირველის“ ოპერატორს დაუზიანდა თვალი, სავარაუდოდ, გამოყენებული რეზინის ტყვიებით". – წერია HRC-ის განცხადებაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს  არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

კომენტარები