არჩევნები 2020

ხოშტარია: ჟვანიას მოუწევს, გადადგეს, მაქვს იმედი ხალხის შეუპოვრობის ლეგიტიმურ მოთხოვნაში

პროტესტი გრძელდება, იქნება ბევრ სხვადასხვა ადგილას. დღეს ეპიცენტრი გაყალბების, არჩევნების წართმევის გაფორმება ხდება სწორედ ცესკო-ში. ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნა... არის სწორედ ჟვანიას გადაყენება, შესაბამისად, ჩვენ, ახლა ამდენი ადამიანი გადავინაცვლებთ იქ [ცესკო-სთან] და თამარ ჟვანიას მოუწევს, რომ გადადგეს. მე მაქვს იმედი, რომ ხალხი არის შეუპოვარი ლეგიტიმურ მოთხოვნაში, დავიბრუნოთ არჩევნები. იმიტომაც მივეცით ვადა [ხელისუფლებას]. მათ ჰქონდათ შანსი, გამოხმაურებოდნენ ხალხის მოთხოვნას, იყო აბსოლუტურად ცინიკური პასუხი. შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით.

თქვა მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ინაცვლებს.

კომენტარები